ბულინგი
არსებობს ბულინგის სხვადასხვა სახეები. ესენია:
- ფიზიკური
- ვერბალური
- კიბერბულინგი
- არაპირდაპირი
გავეცნოთ მათ
ფიზიკური ბულინგი უკვე შეხედვით ამოვიცნობთ, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს, როგორებიცაა მუშტის დარტყმა, შეხებები, ხელის კვრა, დაზიანების მიყენება, ჩხუბი. შეიძლება მალევე შეამჩნიო, რადგან შეიძლება მსხვერპლს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ყველაზე გავრცელებული სახეა მოზარდებში და გვხვდება სკოლებში.
ვერბალური ბულინგი არის ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანს სიტყვით, როგორებიცაა დაშინება, დამცირება, შეურაცხმყოფი სიტყვების თქმა, დამცინავი, არასასიამოვნო სახელის შერქმევა და დაძახება. მაგალითად ,,შკოლნიკა", ათოსანა. ბულერი მას სახელს არქმევს გარეგნობის მიხედვით, საქციელების. ეს სახეც გავრცელებულია და ადგილი უკავია სკოლაში, სკოლის გარეთაც.
- ჩემი აზრით, შეიძლება მოაგვაროთ იუმორის გრძნობით. გაეხუმრეთ იმაზე რაზეც დაგცინიან, დაეთანხმეთ ან კიდევ, შეცვალეთ სასაუბრო თემა, მაგალითად ცხოველები გიყვარს?, გუშინ ტელევიზორში ახალ გადაცემას უყურე?, შენი ტანსაცმელი მომწონს.
- ეს ვიდეო დაგეხმარებათ თუ როგორ მოვაგვაროთ ვერბალური ბულინგი:
კიბერბულინგი ყველაზე გავრცელებული ბულინგის სახეა. ის მოიცავს ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანის დაშანტაჟება, დაშინება, ჭორების გავრცელება, ცრუ ინფორმაციის, შეურაცხმყოფელი ფოტო/ვიდეოს დადება. ანთავსებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში როგორებიცაა, TIK TOK- ამჟამად ყველაზე პოპულარული პროგრამა, Facebook, Messenger, Instagram, Whatsapp...
- დაარეპორტე ან დაბლოკე ან ორივე ერთად.
- შეინახე მტკიცებულებები, გადაუღე ფოტოები/სქრინშოთები და ანახე უფროსს.
კიბერბულინგის შესახებ კვლევაში მიღებული შედეგები ძალზე განსხვავებულია და დღეს ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება. რაც, როგორც ჩანს, თანხმდება:
- კიბერბულინგით დაზარალებული სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ან ზომიერად (კვირაში ერთზე ნაკლები) ან მკაცრად (კვირაში ერთზე მეტი).
- შეერთებულ შტატებსა და აზიაში ხდება ყველაზე მეტი პრევალენტობის შეგროვება (55%), ევროპა და კანადა (25%), სამხრეთ ამერიკა (22%).
- ზოგადად, სტუდენტების 40-დან 55% -მდე გარკვეულწილად მონაწილეობს კიბერბულინგში (მსხვერპლები, აგრესორები ან დამკვირვებლები).
- 20% –დან 50% –მდე აცხადებს, რომ ისინი კიბერბულინგის მსხვერპლნი არიან, თუმცა მათგან მხოლოდ 2% –დან 7% არის მძიმე.
არაპირდაპირი იგივე ფარული ბულინგი ვხვდებით, რომ პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი (შეფარვით) ძალადობის ფორმა, როგორიცაა ჭორების გავრცელება, ტყუილები...
ყველა ასაკის ადამიანს განურჩევლად რასისა, სქესისა, კანის ფერისა, ეროვნების, ენის, რელიგიის... გაგვაჩნია ჩვენი საკუთარი უფლებები და არავის შეუძლია ჩვენი უფლებების შელახვა. ისინი უნდა შევაჩეროთ, ავუხსნათ თუ როგორ მოქმედებს მათი გაუაზრებელი მოქმედებები სხვის ცხოვრებაზე. როგორც ჩემი თემიდან გამომდინარე მჩაგვრელებს ვუთხრათ ნუ შეურაცხყოფენ სხვის უფლებებს, ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები და მოვუწოდოთ მათ: STOP BULLYING!
წყაროები: 1.ზოგიერთი ფოტო ინტერნეტიდან.
2. ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=UNrLnesc7f0
3.ნახატი ჩემი დახატული.
4. კიბერბულინგის სტატისტიკა - https://ka.warbletoncouncil.org/ciberbullying-15230
ავტორი: ელენე არსენაშვილი
Комментарии
Отправить комментарий